აქტუალური საკითხები ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე

  

21 ოქტომბერს გაიმართა ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. პირველ საკითხად გატანილი იყო ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შესახებ.  სხდომას ესწრებოდა კლუბის წევრები, მაჟორიტარი-კანდიდატი ლია გვენეტაძე და ქალბატონები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საარჩევნო კომისიების მუშაობაში. მათ თავიანთ საარჩევნო გამოცდილებაზე ისაუბრეს.

კლუბზე აღინიშნა, რომ ქალები ამჯერადაც სათანადოდ არ არიან წარმოდგენილნი პარლამენტში. ამიტომ,  მათი მოსაზრებით, მეტი მუშაობაა საჭირო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომ მეტი ქალი მოხვდეს გადაწყვეტილების მიღების  დონეზე.

მეორე საკითხი იყო პრობლემების შერჩევა ადვოკატირებისთვის. კლუბს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იმედია, რომ ადვოკატირების პროცესი შედეგიანად დასრულდება.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები