ახალგაზრდული შეხვედრები ფოთში, ქუთაისსა და ხონში

   
ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, მისი მნიშვნელობა ძალადობის პრევენციაში - ამ თემაზე ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები.
3 ნოემბერს ახალგაზრდული კლუბი შეიკრიბა ფოთის მე-12 საჯარო სკოლაში. მონაწილეობა მიიღო 13 მოსწავლემ. ახალგაზრდებს გაუჩნდათ ბევრი შეკითხვა, დაინტერესება  დიდიიყო და აქტიურადაც ჩაერთნენ დისკუსიაში.
სკოლის თვითმართველობა ძალიან დაინტერესდა ფონდი „სოხუმის“ მუშაობით და კლუბს მომავალშიც დაპირდა მასპინძლობას.
8 ნოემბერს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. 11 მონაწილეს შორის ორი პირველად ესწრებოდა. ახალგაზრდებმა ბევრი ისაუბრეს ვირტუალური კომუნიკაციისა და სოციალური ქსელების შესახებ.
დისკუსიის დროს მოიყვანეს სწორი კომუნიკაციის მაგალითები, როდესაც სიტუაცია კონფლიქტამდე არ მიდის.
11 ნოემბერს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ახალგაზრდულ კლუბს 10 ადამიანი დაესწრო. მათი უმეტესობა პირველად იყო მსგავს შეხვედრაზე. მათთვის ახალი იყო ყველა საკითხი, ამიტომაც ნაკლებად აქტიურობდნენ, მაგრამ გაჩნდა თანამშრომლობის დიდი სურვილი. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთ აქტივობებში თავისუფალ სივრცეს გრძნობენ.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები