კიდევ სამი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულ კლუბებში. ქუთაისის კლუბმა შეხვედრა ჩაატარა კერძო სკოლაში „21-ე საუკუნე“, ხურჩა/კოკის კლუბმა - კოკის საჯარო სკოლაში, ხოლო სენაკის კლუბმა - მენჯის საჯარო სკოლაში.
საინფორმაციო შეხვედრები მიეძღვნა ტოლერანტობის თემას. ინფორმირებული ჯგუფები თავიდანვე აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში. საუბრობდნენ ტოლერანტობის პრობლემაზე ახალგაზრდებში, ეროვნულ და სექსუალურ უმცირესობებზე, რელიგიურ საკითხებზე.
აღინიშნა, რომ განსხვავებული აზრის თუ ადამიანის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება საგრძნობლად ამცირებს ძალადობას და პრევენციის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ამ შეხვედრებს სწორედ ეს მიზანი აქვთ, რაც კარგად აღიქვეს ახალგაზრდებმა.