კლუბის თანამშრომლობა მუნიციპალიტეტში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებთან, რეკომენდაციებისა და ინიციატივების შემუშავება პარტიებისთვის წარსადგენად - ეს იყო ძირითადი თემები სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს დეპუტატები - გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ნანა ალანია და საბჭოს წევრი ინგა ქარდავა.
გამოიკვეთა ქალების ეკონომიკური გაძლიერების საკითხები, ანუ სპეციალური სასწავლო კურსების მოწყობის აუცილებლობა მცირე ბიზნესის წარმართვის და პროფესიული გადამზადების კუთხით, აგრეთვე მარტოხელა დედების დახმარების და შინმოვლის პროგრამების განვითარების საკითხები.
რეკომენდაციათა პაკეტი თანდათან შეივსება და ჩასწორდება. საბოლოო ვარიანტი განსახილველად წარედგინება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს.
ამავე დღეს გაიმართა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთა შეხვედრა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
ფონდის წარმომადგენლებმა პარტიის წევრებს გააცნეს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობა, პროექტის მიზნები და ამოცანები, თანამშრომლობის გეგმები, რაც მიმართულია ქალთა ინიციატივების მხარდაჭერისა და მათი როლის გაზრდისკენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით