სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა - დევნილთა მონაწილეობით

  

 

სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა ამჯერად გაიმართა სათემო განვითარების ცენტრში, მისი ხელმძღვანელის ნონა ქადარიას მიწვევით. ცენტრი მდებარეობს სამხედრო დასახლებაში, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. ამიტომაც  სხდომის მონაწილეთა უმეტესობა დევნილი ქალბატონი იყო.

განიხილეს დასახლების მცხოვრებთათვის აქტუალური სოციალური საკითხები. აქ განსაკუთრებით მწვავედ დგას გაუმართავი წყალარინების სისტემის პრობლემა, რაც დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას - სარდაფებში წყალი დგება, მილების არასწორი მიერთების გამო საკანალიზაციო ნარჩენები ნიადაგის ზედაპირზე ამოდის, ზაფხულში ტერიტორია სავსეა კოღოებით. მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მაგრამ საკითხის მოგვარება ჭიანურდება. კლუბის წევრები ცდილობენ გამოსავლის გზების პოვნას. მათ აღნიშნეს, რომ საჭიროა ამ პრობლემების გახმაურება.

სხდომაზე აგრეთვე იმსჯელეს .აფხაზეთის გამშვები პუნქტების დახურვის საკითხზე და გადაადგილების გამარტივებაზე - დაკრძალვასთან კავშირებულ შემთხვევებში.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები