სტუმარი ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე

   

 

15 თებერვალს ჩატარდა ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ კლუბის აქტივისტი ქალბატონები და ახალი წევრები. მოწვეული იყო  მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა სანიკიძე. მან შეკრებილებს გააცნო  2016 წლის  ბიუჯეტის მიხედვით გაწერილი სოციალური პროგრამები და განუმარტა სარგებლობის პირობები. ითქვა, რომ წელს არის ახალი პროგრამა, რომელიც სმენადაქვეითებულთა - კოხლეალური იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარებას გულისხმობს ელემენტებით და სადენებით. ასევე ახალია პროგრამა, რომელიც საბინაო ფონდის - დროებითი საცხოვრისის შექმნას გულისხმობს.

კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ ამ ინფორმაციებს გაავრცელებენ და ბევრი ადამიანი გაიგებს  საჭირო პროგრამების შესახებ.

რამდენიმე ქალბატონმა  პირადი - სხვადასხვა სახის პრობლემების შესახებ მოახსენა სტუმარს, მან ჩაინიშნა და გარკვევას და დახმარებას შეპირდა.

ადგილობრივი პრობლემის ადვოკატირების მიზნით კლუბის 7 წევრი მიწვეულია გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, სადაც საქალაქო ტრანსპორტის საკითხს განიხილავენ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები