ახალგაზრდულ კლუბებში მარტის საინფორმაციო შეხვედრებს განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა, რადგან ქალთა სოლიდარობის თემა მიეძღვნას.
8 მარტის და ქალთა მოძრაობის ისტორია, ქალთა სოლიდარობა ძალადობის პრევენციისთვის, ქართული ტრადიციები, სტერეოტიპული აზროვნება - ამ საკითხებს შეეხნენ ახალგაზრდები, რომლებიც შეიკრიბნენ წყალტუბოს პირველ, ფოთის მე-7, სენაკის მე-7 საჯარო სკოლაში, სოფელ ნახახულევში (ხონის მუნიციპალიტეტი), კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში, ქუთაისის კერძო სკოლაში „21-ე საუკუნე“.
ახალგაზრდების აქტიურობამ საინტერესო გახადა შეხვედრები. დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ 8 მარტი მხოლოდ დღესასწაულთან, ყვავილებთან და მხიარულ განწყობასთან არ უნდა ასოცირდებოდეს. ეს სოლიდარობის დღეა და გვასწავლის ქალთა პრობლემების გადაწყვეტის გზებს.