9 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-6 სკოლაში (ქუთაისი) ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა მოხალისეებმა მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით. ამ დღეს მიეძღვნა ლიტერატურულ-მუსიკალური კონკურსი. ბოლოს მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
10 მარტს ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ახალგაზრდული კლუბის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეები და სტუდენტები. შეხვედრის თემა იყო 8 მარტის ისტორია და ფემინისტური მოძრაობა მსოფლიოში.
დისკუსიის დროს სტუდენტები ძალიან აქტიურობდნენ და მათ კარგი მაგალითი მისცეს მოსწავლეებს.
12 მარტს წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში ჩატარდა ახალგაზრდულმა კლუბის ღონისძიება - ფილმის ჩვენება ქალთა შესახებ, შემდეგ კი - საინტერესო დისკუსია ფემინიზმის ქართული ფესვებისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალის როლის შესახებ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)