ამჯერად ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა გაიმართა სოფელ პირველი მაისის ადმინისტრაციის შენობაში - სოფელში გამგებლის წარმომადგენლის, მარინე ლაგვილავას მოწვევით, რომელიც ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომების აქტიური მონაწილეა.
შეხვედრა გაიმართა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ამიტომაც კლუბის წევრებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. შეხვედრაზე მოწვეულ იქნა - შსს რაიონული განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის ასისტენტი, რომელმაც პასუხი გასცა შეკრებილთა შეკითხვებს მსხვერპლის დაცვასთან დაკავშირებით.
დისკუსიის დროს შეეხნენ ფსიქოლოგის შტატის აუცილებლობას და მნიშვნელობას. ქალებმა გადაწყვიტეს ამ საკითხის ადვოკატირება, რომ განათლების სამინისტრომ რესურს-ცენტრში დანიშნოს ფსიქოლოგი, რომელიც ითანამშრომლობს ხობის სკოლებთან და იმუშავებს რისკ-ოჯახების ბავშვებთან.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით