ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა

 

აქტიური საქმიანობა განაახლა ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა. ეს შესაძლებელი გახდა აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესის დემოკრატიზაციის გზით“ ფარგლებში.

შეხვედრაზე კლუბის წევრები გაეცნენ ინფორმაციას ახალი პროექტის მიზნებისა და ამოცანების, დაგეგმილი ღონისძიებების და მოსალოდნელი შედეგების, კლუბის წარსული საქმიანობის და ადგილობრივი პრობლემების წარმატებული ადვოკატირების შესახებ.

იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე, კერძოდ ტრენინგზე, რომელიც გაიმართება არჩევნების, პოლიტიკური სისტემისა და ქალთა როლის თემაზე. განიხილეს აგრეთვე საპარლამენტო არჩევნებში ქალ-კანდიდატთა მხარდასაჭერად მდუმარე აქციის ჩატარებასტან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.

ხობელი ქალბატონები კმაყოფილებას გამოხატავენ იმის გამო, რომ კლუბი ხელახლა  გააქტიურდება და ერთად შეძლებენ არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას. 

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები