ხონის მე-3 საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „გენდერული ძალადობა, მიზეზები და დაცვის მექანიზმები“. ამავე თემას მიეძღვნა შეხვედრები კოკის საჯარო სკოლაში და ფოთის 21-ე სკოლაში.
ახალგაზრდები საინტერესოდ ჩაერთნენ სამუშაო პროცესში, აქტიურობდნენ დისკუსიის დროს. გულახდილად ილაპარაკეს უფროსი თაობის სტერეოტიპულ აზროვნებაზე, რაც ხელს უშლის ახალი, ჰარმონიული საზოგადოების შექმნას.
აქტივისტებმა შეკრებილებს გააცნეს ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები ჩაატარეს კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.