აპრილი უჩვეულოდ გაილია. ისევ დისტანციურ მუშაობაში. ტრენერი დაუკავშირდა თერჯოლის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ქუთაისის, სენაკის, ფოთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლე ვაჟებს. იყო ჯგუფური და ინდივიდუალური ჩართვები. როცა ჭირს ინტერნეტით საუბარი, ხდება ტელეფონით დაკონტაქტება.
თვის თემატიკა - მამაკაცი, როგორც საუკეთესო დამცველი და პარტნიორი. ბიჭები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში. მათი თქმით, განსაკუთრებულია მამაკაცების როლი კრიზისის დროს - როგორც საუკეთესო პარტნიორებმა და დამცველებმა, მათ ყველაფერი უნდა იღონონ, რომ მათი ოჯახის წევრები არ აღმოჩნდნენ სტრესულ მდგომარეობაში.
ტრენერმა ბექა ფოცხვერიამ მონაწილე ჯგუფებისთვის ჩაწერა ვიდეოლექცია. ბიჭებმაც იაქტიურეს: გააკეთეს ვიდეორგოლი, დაწერეს ესეები - ეს ყველაფერი ფონდის ფეისბუქგვერდზე განთავსდა და ამგვარად, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო ასობით ადამიანმა.