 
 
	ხალხმრავალი აქცია გაიმართა ხონში.
	ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტებთან ერთად აქციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. აქციის დროს ქუჩებში დარიგდა ასობით საინფორმაციო ფურცელი და კალენდარი.
	ერთად - ძალადობის წინააღმდეგ! - სწორედ ეს განწყობა შეინიშნებოდა ხონის ცენტრში 25 ნოემბერს.
	პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer 
	Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 				
						
					
				
				
								
		
															
		
    

 
				 
				 
				 
				