რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია კონფლიქტების მართვაში, როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან, როგორ მახინჯდება ინფორმაციები - ამ საკითხებზე გაიმართა ვორკშოპები ახალგაზრდებთან ლანჩხუთში, სენაკსა და ოზურგეთში.
მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს კომუნიკაციის არავერბალურ მხარეზე, რომელიც ურთიერთობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალგაზრდები თვლიან, რომ კონფლიქტების დიდი ნაწილი არასწორი კომუნიკაციის მიზეზით შეიძლება დაიწყოს, ამიტომ ამ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ვორკშოპის მონაწილეებმა დისკუსიისას დააფიქსირეს, რომ ეფექტური კომუნიკაცია განათლებით, ინფორმირებით მიიღწევა და მზად არიან, მიღებული უნარ-ჩვევები პრაქტიკაში გამოიყენონ.