გულახდილობა, სითამამე, პრეზენტაბელურობა - ეს არის ის ძირითადი უნარ- ჩვევები, რომლითაც გამოირჩევიან ახალგაზრდული კლუბის წევრები.
გენდერული ძალადობასა და დაცვის მექანიზმებზე ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები ხონში, წყალტუბოსა და სენაკში.
ცვლილებები მოხდა შეხვედრის ფორმატში - აქტივობებს დაემატა როლური თამაშები - იმიტირებული სცენები. მონაწილეებმა სხვადასხვა აქტუალური თემა აირჩიეს: ბულინგი, ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაცია. ეს ის პრობლემებია, რომლებიც მოზარდებს აწუხებთ და იციან, რომ მხოლოდ მათი ჩართულობითაა შესაძლებელი უკეთესი გარემოს შექმნა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)