„თემა აქტუალურია“, „ასეთი შეხვედრები აუცილებელია მოზარდებისთვის“, „შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო, გავიგე, რომ კონფლიქტს დადებითი მხარეც გააჩნია“, „აქ განხილული თემები სამომავლოდ აუცილებლად გამომადგება, რადგან ყოველთვის მიწევს კონფლიქტთან შეჯახება“ - ასე შეაფასეს ვორკშოპები მონაწილეებმა და ამ სიტყვებში იგრძნობა მუშაობის შედეგები.
კონფლიქტის მართვის თემაზე ვორკშოპების ციკლი დაიწყო ქვედა სიმონეთში (თერჯოლა), სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმსა და ოზურგეთის №4 საჯარო სკოლაში.