გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელი - ტელეგადაცემა «რიონის» ეთერით

გადაცემა შეეხო საკითხებს -  გენდერული საკონსულტაციო საბჭოების საერთო სტრატეგია, მთავარი მიმართულებები გენდერული პოლიტიკის დანერგვისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული ბიუჯეტირების კუთხით.
პროექტის ასისტენტებმა შეაჯამეს საპროექტო წელიწადის შედეგები, ისაუბრეს მიღწევებსა და გამოწვევებზე.
აღინიშნა, რომ ქუთაისის, სენაკისა და ოზურგეთის თვითმმართველობები ინტერესით უყურებენ გენდერულ საკონსულტაციო საბჭოებს, მხარს უჭერენ მის ინიციატივებს.
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრმა ლელა ნაცვალაძემ ისაუბრა თვითმმართველობის მხარდაჭერაზე არა მხოლოდ პოლიტიკის დონეზე, არამედ პრაქტიკაში, რისი შედეგია ის, რომ ოზურგეთის ბიუჯეტი პარლამენტის გენდერული საბჭოს მიერ აღიარებული იქნა ყველაზე გენდერულ ბიუჯეტად. ამას თვითმმართველობა გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან თანამშრომლობის შედეგად მიიჩნევს.
მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელის შექმნა - ეს არის გაუმჯობესებული გენდერული პერსპექტივები და გამოცდილების გაზიარება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პარლამენტთან თანამშრომლობას. ითქვა, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა და ახლა ხდება საკითხების განსაზღვრა გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელისა და პარლამენტის გენდერული საბჭოს ერთობლივი საქმიანობისთვის.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები