სენაკის „ეგრისის“ ეთერში გავიდა ინფორმაცია სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის მოსამზადებელ სამუშაოებს შეეხო. როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ, ჩატარებულ ვორკშოპზე დაზუსტდა სამიზნე ჯგუფები, კვლევის მეთოდოლოგია, შემსრულებლები. მათი აზრით, კვლევის მიზანია სოციალურად ორიენტირებული ადგილობრივი ბიუჯეტი, ადგილობრივი რესურსების უფრო სამართლიანი განაწილება, რასაც კვლევის შედეგად მიღებულმა რეკომენდაციებმა უნდა დაუდოს საფუძველი.
ტელეკომპანიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი გენდერული საჭიროება მოხვდა. ეს არის ქალთა დაცვა ოჯახში ძალადობისაგან, რომელსაც ფონდი „სოხუმის“ სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ორგანიზებული ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები ემსახურება. რა სერვისები გააჩნია ქალთა მხარდაჭერის ცენტრს და რამდენად კმაყოფილი არიან ბენეფიციარები - ამ საკითხებზე საუბრობენ მიკროფონთან ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი, იურისტი, შეხვედრის მონაწილეები - ადგილობრივი და დევნილი ქალბატონები.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით