რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერით გასული სიუჟეტი ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელური შეხვედრის შესახებ მოგვითხრობს. შეხვედრაზე განზოგადებული იქნა პროექტის განმავლობაში მიღწეული შედეგები. ითქვა, რომ მიღწეულია ძირითადი მიზანი - განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება და მოხდა გენდერული საბჭოების ადგილობრივ დონეზე დაკანონება.
როგორც საბჭოების წევრები აცხადებენ, ამ სამ ქალაქში კარგი ნიადაგია გაკვალული გენდერული პერსპექტივების დასამკვიდრებლად, რაც სხვა მუნიციპალიტეტებისთვის იქნება მაგალითი. რაც შეეხება საბჭოს წევრებს, ისინი მზად არიან, თავისი გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს სხვა თვითმმართველობებში.