მრგვალი მაგიდა ზუგდიდში

  

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ ბოლო ღონისძიება. პროექტი განხორციელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. გაიმართა პროექტის შედეგების (6 ტრენინგის და კვლევის) პრეზენტაცია. როგორც აღინიშნა, ოჯახში ძალადობა სერიოზული პრობლემაა და ადგილობრივი თვითმმართველობა მზადაა, აქტიურად ჩაერთოს პრევენციის პროცესში. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები