მრგვალი მაგიდა ქუთაისში

  

მრგვალი მაგიდა თემაზე „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“ ჩატარდა ქუთაისის საკრებულოშიც. ღონისძიება ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორის ორგანიზებით გაიმართა ქალთა სოლიდარობის კვირეულის ფარგლებში.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა - საკრებულოს დეპუტატებმა, ქალაქის მერიის და  საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობის შესახებ. ითქვა ცენტრის სერვისებზე, მიღწეულ შედეგებზე ქალთა უფლებების გაძლიერების კუთხით.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალს მეტი ყურადღება სჭირდება და მის საჭიროებებზე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები