ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ქალთა სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა. განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ქალთა სოლიდარობის დღის ისტორია, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობა. გაიმართა დისკუსია გენდერზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, ქალის როლსა და ფუნქციებზე ოჯახსა და საზოგადოებაში.
მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ღონისძიების ინფორმაციული ხასიათი და აღნიშნეს ასეთი შეხვედრების დიდი მნიშვნელობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)