16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა წყალტუბოს საკრებულოში მოაწყო შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით.
მასში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლებმა, აქტიურმა ქალებმა.
შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის ფაქტების პრევენციაზე და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ისაუბრეს. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართის იჯარით უზრუნველყოფისა და ფსიქო–სარეაბილიტაციო ხარჯებისათვის, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
კამპანიის ფარგლებში მრგვალი მაგიდა ჩატარდა ქუთაისშიც, მონაწილეებმა ისაუბრეს იმ ძირითად მიზეზებზე, რომლებიც ხელს უწყობს ძალადობის განვითარებას. ნაჩვენები იქნა მოეწყო 8-წუთიანი ფილმის „ძალადობის წრე“ ჩვენება და განხილვა. მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, მასში გაჟღერდა, რომ აუცილებელია სახელმწიფო რეგულაციების გაძლიერება და საზოგადოების ყველა სეგმენტის გაერთიანება.