თერჯოლაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების მონაწილეობით. შეხვედრის თემა იყო „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“. მონაწილეებმა ისაუბრეს, რა უშლის მათ ხელს თანამშრომლობაში, რა არის ხელშემწყობი ფაქტორი და რა გააუმჯობესებდა კოორდინაციას რეფერირების სუბიექტებს შორის. როგორც აღინიშნა, გენდერული თანასწორობის საბჭო ის სტრუქტურაა, რომელსაც შეუძლია გაააქტიუროს ყველა სუბიექტი და მათი ძალისხმევა მიმართოს ძალადობის პრევენციის კუთხით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)