პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
საინფორმაციო ბიულეტენის მეორე ნომერი
ძალადობის მსხვერპლთან მუშაობა - ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მთავარი ამოცანა, იურისტებისა და ფსიქოლოგების საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები და მიღებული შედეგები, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა მოქალაქეთა ინფორმირებისა და პრობლემათა ადვოკატირების მიზნით - ამ და სხვა საკითხებზე უამბობს მკითხველს და ფონდი „სოხუმის“ ბენეფიციარებს საინფორმაციო ბიულეტენის მეორე ნომერი, რომელიც ასახავს თებერვლის განმავლობაში გაწეულ მუშაობას პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
ფონდის ახალი პუბლიკაცია „ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგისა და გენდერული ანალიზის გზამკვლევი“
ფონდი „სოხუმის“ თაოსნობით დაიბეჭდა კიდევ ერთი მეთოდური სახელმძღვანელო-გზამკვლევი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგისა და გენდერული ანალიზის კუთხით დახმარებას გაუწევს ყველა დაინტერესებულ მხარეს.
„გზამკვლევი“, პირველ რიგში, კარგ სამსახურს გაუწევს ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის და ბათუმის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოებს, რომლებიც, ყოველწლიურად, საკუთარი ძალებით ახორციელებენ ადგილობრივი გენდერული საჭიროებებისა და ბიუჯეტის ანალიზს, რათა მათ საფუძველზე მოხდეს რეკომენდაციების მომზადება თვითმმართველობების საბიუჯეტო პროგრამებში შესაბამისი პროგრამების დასანერგად.
„ქალთა ხმების გაძლიერება კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში“
2015 წლის მარტიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით ფონდმა „სოხუმმა“ განახორციელა პროექტი „ქალთა ხმების გაძლიერება კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში“.
მუშაობა მიმდინარეობდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა. პროექტის ბოლოს კი ქართულ და რუსულ ენებზე გამოვიდა საინფორმაციო ბიულეტენი, რომელშიც შეიკრიბა პროექტის მონაწილეთა შთაბეჭდილებები და მოსაზრებები. მათი გაცნობით მკითხველი ნათლად წარმოიდგენს, რა საინტერესო ღონისძიებები ტარდებოდა და, რაც მთავარია, როგორია შედეგები, რა გავლენა მოახდინა პროექტმა მონაწილეებზე.