ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა დაეთმო წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის საკითხის განხილვას. კლუბის წევრები მზად არიან, პოლიტიკური პარტიების რაიონულ განყოფილებებს წარუდგინონ შემუშავებული რეკომენდაციები და იმსჯელონ ქალ-კანდიდატთა მონაწილეობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტივისტების შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან ივლისის თვიდანვე დაიწყება.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით