3 და 4 ოქტომბერს წყალტუბოსა და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ორგანიზებული იყო ფსიქოლოგის ჯგუფური საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. შეხვედრები წარიმართა საკმაოდ აქტუალურ თემაზე - მსხვერპლი, მსხვერპლის კომპლექსი, მიზეზები, ფსიქოსომატიკა, როგორ ავიცილოთ თავიდან - ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.
მსხვერპლის კომპლექსი ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს გარკვეული პიროვნული თავისებურებები, რომელთა წყალობითაც ის მსხვერპლის პოზიციაში ხვდება და გაუცნობიერებლად იზიდავს უსიამოვნებებს და ტირან ადამიანებს. ისინი მუდმივად სხვას ადანაშაულებენ გაუთავებელ პრობლემებში და თავიანთ როლს ვერ ხედავენ. ხშირად ასეთი ქალები თავიანთ თავს მსხვერპლად წირავენ შვილებს, ქმარს, ოჯახს, მეზობლებს. ისინი თავიანთ ინტერესებს ბოლო ადგილზე აყენებენ: „მე როგორღაც გადავალ“, „მე არაფერი არ მინდა“, „მთავარია, თქვენ იყოთ კარგად“...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)