ფონდმა „სოხუმმა“ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებისათვის გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი. მთავარი მიმართულებაა - ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა.
პრიორიტეტი მიენიჭა პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობას, მუშაობას დევნილებთან, ახალგაზრდებთან, ძალადობის პრევენციას.
20 ოქტომბერს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა წარმოადგინეს თავიანთი პროექტები, რომლებიც შეფასდება ჟიურის მიერ, შეტანილ იქნება გარკვეული კორექტივები და განხორციელდება საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)