„ცოდნით - ძალადობის წინააღმდეგ“ - ასე ჰქვია მინი-პროექტს, რომელიც წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა განახორციელა.
პროექტის მიხედვით, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებში და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრების თემა იყო ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდა ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის კუთხით. შეკრებილებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და მისი ერთ-ერთი რგოლის - წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობის შესახებ. დაურიგდათ საინფორმაციო მასალები.
5 დეკემბერს კი წყალტუბოს მერიის სააქტო დარბაზში თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა დასკვნითი ტრენინგი ძალადობის პრევენციის საკითხებზე. მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელთაც უახლოეს მომავალში განახორციელებენ სხვადასხვა სოფელში. ტრენინგის შესახებ მომზადდა და ტელეკომპანია ,,რიონის“ ეთერით გადაიცა ტელესიუჟეტი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt –
Evangelischer Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)