საინტერესო მინი-პროექტი განახორციელა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა სამ სოფელში: გოჩა ჯიხაიშში, დიდ კუხსა და ნახახულევში. პროექტი „სანიტარულ-ჰიგიენური კულტურა - ჰარმონიული ოჯახის საწინდარი“ მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო ფურცლები, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ექიმთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ მხოლოდ ქალები (25 წლიდან), რადგან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების აუცილებლობისა და სეზონური პრობლემების (გაციება, გრიპი) გარდა აქცენტი გაკეთდა სკრინინგის პოპულარიზაციაზე (საშვილოსნოს ყელის და ძუძუს), რადგან ბევრმა არ იცის, რომ უფასოა და თან ასე ახლოს, ქუთაისში.
სოფლად მცხოვრებ ქალებს არა აქვთ მსგავსი შეხვედრების ფუფუნება და მათი აზრით, ეს იყო გამორჩეული პროექტი, ექიმის მიერ მოწოდებული საინტერესო თემებით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)