ფონდი „სოხუმის“ მცირე საგრანტო კონკურსში დაფინანსდა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი „ქალაქ წყალტუბოს საბავშვო და ბაგა-ბაღების პედაგოგების, აღმზრდელებისა და აღსაზრდელთა მშობლების სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება გენდერისა და ძალადობის საკითხზე“.
პროექტის ფარგლებში ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორი შეხვდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილს, გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანს, საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს მზია კიკალიშვილთან. გაიმართა შეხვედრა საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან.
პროექტით, ბაღის პედაგოგების და აღმზრდელებისათვის დაგეგმილია ტრენინგები აქტუალურ თემებზე: გენდერი, გენდერული ძალადობა, ბულინგი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)