აქტიურ ფაზაშია ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „ახალგაზრდები ძალადობის წინაღმდეგ“. სექტემბერში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსთან და საორგანიზაციო განყოფილების უფროს სპეციალისტთან (პროექტის მოკლე პრეზენტაცია და მათი მხარდაჭერა კონკრეტულ საორგანიზაციო საკითხებში).
ღია ცის ქვეშ ნაჩვენები იყო ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გოგონების მიერ გადაღებული ფილმები აქტუალურ პრობლემებზე „ვიწრო დერეფანი“, „ერთ ჩვეულებრივ დღეს“, „ჩემოდანი“, „სავარძელი“, „საფეხურები“. შემდეგ გაიმართა დისკუსია. ახალგაზრდებმა და მათმა მშობლებმა აღნიშნეს, რომ ფილმები გამოხატავს რეალობას და მნიშვნელოვანია მათი ჩვენება სხვადასხვა ჯგუფთან, რათა მეტად დაფიქრდნენ და ეძებონ გამოსავალი.
დევნილთა დასახლებაში გაიმართა ვორკშოპი ჯგუფთან, რომელიც ოქტომბერში დამოუკიდებლად ჩაატარებს დიკუსიებს ფილმების ჩვენების შემდეგ.
პროექტი მიმართულია პოზიტიური კომუნიკაციის უნარების გაღრმავებისკენ, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებას.