აქტიური დისკუსია იყო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებთან გამართულ ტრენინგზე ოჯახში ძალადობისა და ბულინგის თემაზე. მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი იყო ის ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღს აკისრია მსგავსი ფაქტების გამოვლენის და მათზე რეაგირების პასუხისმგებლობა. მთავარი აქცენტები დაისვა იმ კუთხით, რომ ძალადობრივ გარემოში აღზრდილ ბავშვებს უზიანდებათ ფსიქიკა და შემდგომ თავად ყალიბდებიან მოძალადებად ან მსხვერპლებად. ასევე შედგა შეხვედრა საკრებულოს წარმომადგენელთან და განხილულ იქნა საპროექტო აქტივობები. ეს სამუშაო ჩატარდა ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ ფარგლებში.