აპრილი - აქტივობები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

1 2 3 4 5

არსებული სიტუაციის მიუხედავად, ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. ონლაინ შეხვედრებში ჩართულია ორგანიზაციის სპეციალისტთა რესურსი: ფსიქოლოგი, იურისტი, კონფლიქტოლოგი.

ბენეფიციარების მხრიდან  ფიქსირდება ამ შეხვედრების განსაკუთრებულობა. იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ონლაინ კონსულტაციები, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში უწყვეტ რეჟიმში იღებენ.

            პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურისტის კომპეტენტური კონსულტაციები

1 2 3

დისტანციურად გაგრძელდა იურისტის შეხვედრები აპრილში. ონლაინ შეხვედრები გაიმართა ბენეფიციარებთან, რომლებიც ცხოვრობენ ხონში, სენაკში, ოზურგეთში, ლიაში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).

შეხვედრებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და დიასახლისები. შეკითხვებიც სხვადასხვაგვარი იყო (პანდემიის პირობები, მთავრობის დადგენილებები, ოჯახში ძალადობა კარანტინის დროს და ა.შ.) და ყველამ მიიღო კომპეტენტური კონსულტაცია. შეხვედრების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ იურისტის რჩევები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ამ რთულ დროში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები ოჯახურ წყვილებთან კონფლიქტის მართვის საკითხებზე

1 2

თვითიზოლაციის პერიოდში საკმაოდ ხშირია ოჯახური კონფლიქტები, რასაც ადასტურებს შსს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა. ამ ფონზე ფონდი „სოხუმი“ აქტიურად განაგრძობს ონლაინ შეხვედრებს ოჯახურ წყვილებთან კონფლიქტების მართვის თემაზე. მომზადდა  ვიდეომიმართვა „თვითიზოლაცია და კონფლიქტების მართვა“. გამოხმაურებიდან გამომდინარე, მსგავსი შეხვედრები მომდევნო თვეშიც ასეთ რეჟიმში გაგრძელდება.

 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საქველმოქმედო აქცია 10 მუნიციპალიტეტში

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

300 ოჯახი გაახარა ფონდმა „სოხუმმა“ აპრილში, კარანტინის დროს.

ჩვენმა დონორმა - გერმანულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Brot für die Welt საქველმოქმედო აქციის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში - 30-30 ოჯახს გადასცეს ჰუმანიტარული პაკეტები. აქცია ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობების ტექნიკური დახმარებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ბენეფიციარებმა განსაკუთრებით რთულ დღეებში საჭირო მხარდაჭერა იგრძნეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კომუნიკაცია კარანტინის დროს - ფსიქოლოგის რჩევები

1 2 3 4

ფონდი „სოხუმის“  ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე მესენჯერით ესაუბრა ბენეფიციარებს ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სენაკში, წყალტუბოში. ამას გარდა იყო ინდივიდუალური დიალოგებიც. რეკავდნენ ყოფილი კლიენტებიც, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან.

დისტანციის მიუხედავად, ყველა შეხვედრა ემოციური  იყო - ქალები თავიანთ პრობლემებსა და განცდებს უზიარებდნენ ფსიქოლოგს და კონსულტაციებიც მიიღეს, როგორ დაალაგონ ურთიერთობები კარანტინის დროს, როგორ აიცილონ თავიდან კონფლიქტები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.

ამ თემებზე ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზეც დაიბეჭდა ფსიქოლოგის რჩევები. ქალები მადლიერებას გამოხატავდნენ ყურადღებისთვის, რომ ამ რთულ პირობებში ეხმარებიან და ზრუნავენ მათ სულიერ მდგომარეობაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები