დასასრულს მიუახლოვდა პროექტი, რომელიც 1 მაისიდან დაიწყო ფონდმა „სოხუმმა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით.
24 ივლისს საინფორმაციო შეხვედრა განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა. მოეწყო გასვლითი ღონისძიება დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში - სიმონეთში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი). ეს იყო საინფორმაციო შეხვედრაც, გაკეთებული სამუშაოს შეჯამებაც და ექსკურსიაც...
ბენეფიციარებმა კმაყოფილება გამოთქვეს:
ლიანა კუხიანიძე: - ბევრი რამ გავიგე. მომეწონა თქვენი მუშაობა, ყურადღება... დღევანდელი დღე დიდხანს მემახსოვრება...
რობერტ წერეთელი: - კმაყოფილი ვარ ჩატარებული ტრენინგით, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობის შესახებ გავიგე ინფორმაცია. დავესწარი საკრებულოს სხდომებს, გავიგე ის, რომ ყველა მსურველს შეუძლია იქ დასწრება.
ნატო კუპატაძე: - განსაკუთრებული იყო იურისტისა და ფსიქოლოგის კონსულტაციები, ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებთან ურთიერთობა. სამწუხაროა, რომ ეს პროექტი მთავრდება...