პროექტის „სინერგია - დევნილთა გაძლიერება მონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა ფონდი „სოხუმის“ აქტივისტმა, ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულმა ასმათ დვალიშვილმა.
ის 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად იყო წარდგენილი და კენჭს იყრიდა ქუთაისში. არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, მიიღო სერიოზული გამოცდილება და მუშაობას ამ მიმართულებით მომავალ არჩევნებშიც გააგრძელებს.
ასმათ დვალიშვილმაგენდერულ თემებზე საინფორმაციო შეხვედრები გამართა ქუთაისის მე-17, მე-40 და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის №6 საშუალო სკოლების მშობლებთან, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან.
სენაკის სამხედრობაზაში ოფიცრების მეუღლეებთან გამართული საინტერესო შეხვედრა კი დედისდღეს მიეძღვნა.