ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს ხონის და თერჯოლის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა - ადგილობრივი საჭიროებების შეფასების კუთხით.
კარანტინმა საკმაოდ ბევრი პრობლემა შექმნა, განსაკუთრებით - თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მაგრამ, ამის მიუხედავად, პროცესი ნორმალურად წარიმართა და მუშაობა დროულად დამთავრდა.
ანკეტირება და ჩაღრმავებული ინტერვიუები ხონის მუნიციპალიტეტში ჩაატარეს დევნილთა საინიციატივო ჯგუფმა და განვითარებისა და განათლების ცენტრმა „ედელვაისმა“, თერჯოლის მუნიციპალიტეტში კი: ა(ა)იპ ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირმა „ბავშვები - საქართველოს მომავალი“ და ორგანიზაციამ „ქალები საქართველოს მომავლისთვის“.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.