დასრულდა პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა.
საკონკურსო კომისიის შეხვედრაზე შეჯამდა საგრანტო კონკურსის შედეგები. თექვსმეტ ადგილობრივ ორგანიზაციას მიეცემა საშუალება, განახორციელოს სხვადასხვა საინტერესო იდეა და პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას საჯარო მმართველობის რეფორმის რეალიზების პროცესში ადგილობრივ დონეზე.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით