9 ივნისს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა -ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ მიერ, განხორციელდა პირველი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელი გუნდისა და ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის. შეხვედრა წარიმართა ონლაინ რეჟიმში. სამუშო ჯგუფის წევრები გაეცნენ პროექტის მიზნებს და ამოცანებს, სამუშაო ჯგუფის მისიას და ფუნქციებს.
სამუშაო ჯგუფის წევრებს წარმოადგენენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებას, ადგილობრივ თვიმმართველობასა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს. ისინი მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ პროექტის განხორციელების პროცესში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით