ცაგერის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორი ადგილობრივი ორგანიზაცია საინტერესო პროექტებზე მუშაობს.
„აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ - ამ ორგანიზაციის პროექტია „ცაგერის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლება საჯარო მმართველობის რეფორმის ეფექტურად განხორციელებისათვის“. პროექტის მნიშვნელობა სათაურშივე ჩანს. ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის ხარისხის გაუმჯობესებას.
„ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრის“ პროექტს ეწოდება „მეტი ინფორმირებულობა, მეტი ჩართულობა“. ის მოსახლეობას გააცნობს, რა სერვისებია ცაგერის მუნიციპალიტეტში, როგორ უნდა გამოიყენოს მოქალაქემ ეს სერვისები და ა.შ. პროექტის შედეგად გაიზრდება სერვისების ეფექტიანობა და ეფექტურობა.
საპროექტო განაცხადები მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით