ჩატარდა პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა, სადაც საბჭოს წევრებმა განიხილეს ივლისში დაგეგმილი საპროექტო ღონიძიებები - ტრენინგი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის შეხვედრა, ტელეგადაცემა და პრესკონფერენცია ადგილობრივი და რეგიონალური მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით. დადგინდა ღონისძიებების ჩატარების ზუსტი თარიღები და თემები.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით