იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში გამართა პრესკონფერენცია სამიზნე მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საჭიროებების კვლევის შესახებ. პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ელექტრონული და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებმა იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებიდან.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით