ოზურგეთში გაიმართა პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ შეხვედრა ამომრჩევლებთან - მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიის წევრებს და შეხვედრაზე შეკრებილ მოქალაქეებს გააცნეს ინფორმაცია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით შექმნილი „ონლაინ ხმის მრიცხველის“ შესახებ.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით