გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა სენაკის საკრებულოში

  

 

25 აპრილს სენაკის საკრებულოს სააქტო დარბაზში გაიმართა გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა. საბჭოს შექმნას უძღოდა ფონდი „სოხუმის“ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს აქტიური სამწლიანი მუშაობა (საბჭო ფუნქციონირებდა 2016 წლის აგვისტომდე).

სენაკის მუნიციპალიტეტი პირველია სამეგრელოს რეგიონში, რომელმაც საკრებულოს სტრუქტურაში შექმნა გენდერული თანასწორობის საბჭო, გენდერული თანასწორობის და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონებში შესული ცვლილებების თანახმად.

საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ლაშქარავამ, რომელიც ამავდროულად გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა, სხდომის მონაწილეებს გააცნო საბჭოს საბოლოო სია. საბჭოში შევიდნენ: თავმჯდომარის მოადგილე, კომისიების თავმჯდომარეები, დეპუტატები, გამგეობის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღინიშნა, რომ ძირითადი წევრების გარდა, სხდომებზე დასწრება შეუძლიათ ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებსაც, წინასწარი მოთხოვნის შესაბამისად.

საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები. ფონდი „სოხუმი“, როგორც ერთ-ერთი წამყვანი და გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაცია, მზადაა, კონსულტაცია გაუწიოს და დაეხმაროს გენდერული  თანასწორობის ახალშექმნილ საბჭოს ხელშესახები შედეგების მიღწევაში.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები