გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელური შეხვედრა

          

ოჯახური ძალადობის კანონში შეტანილი ცვლილებების განხილვა, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების საქმეში - ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გამართულ ქსელურ შეხვედრაზე ქუთაისში, სასტუმრო „რივერსაიდში“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის, ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, საკრებულოების დეპუტატები, გამგეობის და მერიის წარმომადგენლები.

მოწვეულმა ექსპერტმა ისაუბრა ოჯახური ძალადობის კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებას ეხება.

როგორია ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების საქმეში - ამ საკითხებზე ჯგუფებში გაიმართა წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება. 

მონაწილეთა საერთო შეფასებით შეხვედრა ინფორმაციული და პროდუქტიული იყო, მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს სამოქმედო გეგმის ეფექტურად მუშაობას ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების საქმეში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები