ამ ბოლო ხანებში დევნილთა შემწეობის რეფორმა განხილვის საგნად იქცა. სწორედ ამ თემას მიეძღვნა ფოკუს-ჯგუფი, რომელიც 17 მაისს ჩატარდა ხონში დევნილ ქალებთან. მონაწილეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება რეფორმის მიმართ. აღნიშნეს, რომ რეფორმები ხელს უნდა უწყობდეს დევნილთა მეტ მხარდაჭერას, მათ განვითარებას და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და არა პირიქით.
შეხვედრა ჩატარდა ორგანიზაცია PIN-ის პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში. დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.