სენაკის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის - „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ - შედეგების ამსახველი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, სხვადასხვა ადგილობრივი სტრუქტურის, საგანმანათლებლო დაწესებულების, საზოგადოების წარმომადგენლები.
კვლევის შედეგებში გამოიკვეთა ის საფრთხეები, რომლებიც წარმოადგენს რისკებს ქალების სხვადასხვა სოციალური თუ ასაკობრივი ჯგუფისთვის. აქცენტი გაკეთდა ფონდის მიერ ორგანიზებული კვლევის უკუკავშირზე, რომლის შედეგად სენაკის ქალთა ჯგუფებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება საკუთარი უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ჩატარებული საქმიანობა იძლევა საშუალებას, გაკეთდეს რეკომენდაციები შესაბამისი სტრუქტურებისათვის, რათა ქალების მიერ გამოკვეთილ პრობლემებზე დროული რეაგირება მოხდეს და ამაღლდეს მათი ადამიანური უსაფრთხოების ხარისხი.