5 სექტემბერს ხონის საკრებულოს დარბაზში მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე სოციალურ პროექტებზე, ადგილობრივი სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის, ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობის შესახებ; გაეცნენ სოციალური ბიუჯეტის გენდერული მარკერებით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.
საბჭოს წევრებმა გამოთქვეს იმედი, რომ 2018 წლის პრიორიტეტების დოკუმენტში აისახება ხონის სოციალური ჩართულობის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, რომლითაც მომავალ წელს ადგილობრივი ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, გაგრძელდეს ორგანიზაცია PIN-ის სოციალური ჩართულობის პროექტის დახმარებით დანერგილი სერვისები.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით