ოზურგეთის გენდერული საბჭოს სხდომის განსხვავებული ფორმატი

   

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა განსხვავებული ფორმატით შედგა. მეტი მედიარეზონანსისთვის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის პრეს-სამსახურის სპეციალისტებმა.

საბჭოს თავმჯდომარემ ლელა ნაცვალაძემ წარმოადგინა ანგარიში მუნიციპალიტეტის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე. ხაზგასმულ იქნა, რომ ამ შეხვედრებში ქალთა ჩართულობა ძალიან დაბალია, შესაბამისად - გენდერული საჭიროებების წამოწევაც არ ხდება. დაფიქსირდა მოსაზრება, რომ აუცილებელია მსგავს შეხვედრებზე გენდერული ბალანსის დაცვა, რაც ხელს შეუწყობს გენდერული პროექტების განხორციელებას.

საბჭოს იურისტმა სხდომაზე წარმოადგინა ჩატარებული საქმიანობის ანგარიში.  ყურადღება გამახვილდა ისეთ პრობლემებზე, რომელთა ადვოკატირებაც რთულად მიმდინარეობს. გადაწყდა, რომ ამ საკითხებზე რეაგირებისთვის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და ჟურნალისტები.

 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები