{youtube}jSDX__8mtx4{/youtube}
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
20 მაისს საბჭოსა და გურიის გუბერნიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ერთიანი თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა ქალაქ ოზურგეთის მერიამ, საკრებულომ ,ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის გამგეობამ და გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ.
გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ გენდერული კუთხით აქტიურ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ერთ-ერთი პირველია, სადაც გენდერული ბალანსი დაცულია. ჩვენ ნებისმიერ პოზიტიურ ინიციატივას მივიღებთ და ვითანამშრომლებთ გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან“, - აღნიშნა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ მადლობა გადაუხადა გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს აქტიური და საჭირო საქმიანობისთვის და განაცხადა: „მწირი ბიუჯეტის პირობებშიც კი შევძელით რამდენიმე პროექტის დაფინანსება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის გენდერული საკითხები პრიორიტეტულია. იმედია, ამ კუთხით სამაგალითო ვიქნებით სხვა მუნიციპალიტეტებისთვის“ .
მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის თქმით, გამგეობაში საპასუხისმგებლო თანამდებობები ქალბატონებმა დაიკავეს და საკმაოდ წარმატებითაც.
„მემორანდუმის გაფორმებით, ერთიანი ძალებით ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ უკვე მთელი რეგიონის მასშტაბით,“ - აღნიშნა ლელა ნაცვალაძემ, საკრებულოს წევრმა, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით